რუსთავი2–ის პროცესზე მხარდამჭერები არ მივიდნენ

საინტერესო ფაქტი – “რუსთავი2″-ს პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობა და ეზო ცარიელია. რატომ აღარავინ მივიდა სიტყვის თავისუფლების დასაცავად ?

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თავისუფალი სიტყვა სასწორზე დევს და ამ დროს მოქალაქეების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დღეს, სასამართლოს ეზოსთან სმართალდამცავების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ხალხის, სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში საქალაქო სასამართლოს ტერიტორია თითქმის ცარიელია.

26 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში საქმე ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის წინააღმდეგ განახლდა. წინა პროესებისგან განსხვავებით სასამართლოს ეზო ცარიელი იყო. ეს ყოველივე იმ ფონზე, როცა ტელეკომპანია
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მორბენალი სტრიქონით თუ სიტყვიერად მოუწოდება მხარდამჭერებს 10:00 საათზე მისულიყვნენ სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
აქვე, გასახსენებელია, რომ შაბათს, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი2″-ის მხარდამჭერები ქელეხის ხალხს შეადარა.
“არაფერი ხდება გარდა ამ 2 000 კაცისა. 2 000 კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. არაფერი ხდება. ხდება ის, რომ ერთმა მესაკუთრემ განცხადება შეიტანა სასამართლოში და ისტერიკებშია “ნაციონალური მოძრაობა” გვარამიას მეთაურობით. რა უნდათ, რა ისტერიკები აქვთ? ეს ისტერიკები გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას? ბოდიში მოიხადეთ. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პროცესზე, ტელეკომპანიის ადვოკატმა ბიბილაშვილმა გამოსვლა სლაიდ შოუთი “STOP ბიძინა” დაასრულა.

1

2

3

4

ავტორი : ანა ბერიძე

წყარო: ireporter.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.