რუსთავი2-ს ყადაღა თუ არ მოეხსნება, ეთერი გაეთიშება – ნიკა გვარამია

როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევასრულებთ საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან მანამდე, წინმსწრებად ჩვენს ქონებას ყადაღა არ მოეხსნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსური პრობლემების გამო, რუსთავი-ის თანამშრომლებს ვეღარ ამუშავებს და ტელეკომპანიას ეთერი გაეთიშება. 

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ რუსთავი2-ს თავი. გადაწყვიტეთ რუსთავი2-ის საქმე ობიექტურად და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მათ შორის საგადასახადო სამსახურსაც, ჩვენ ვერ შევასრულებთ როგორც ჩანს, საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან მანამდე, წინმსწრებად, ჩვენს ქონებას ყადაღა არ მოეხსნება. ჩვენი საკუთრებისთვის საინკასო დავალების დადება საგადასახადო სამსახურის მხრიდან იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა. ეს ჩვენი ეთერი ჯადოსნური სარკე კი არ არის, თავისით კი არ აჩვენებს, აქ ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელფასს იღებენ თავის ძალიან მაღალკვალიფიციურ შრომაში. მე, როგორც მენეჯერი, ვერავის უხელფასოდ ვერ ვამუშავებ. რუსთავი2-ს უბრალოდ ეთერი გაეთიშება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Comments
Loading...