რუსთავი2-ს ზოგჯერ კვირაში ორჯერ ეცვლებოდა მეპატრონე, მაგრამ მაშინ არ გლოვობდნენ

“ამ დღეებში გამოდიან ადამიანები როგორც პანაშვიდზე და გლოვობენ . ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და ერთ დროს ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ რუსთავი2-ს, რადგან ის იხურება. ეს არის “სიმართლის გადანაცვლება”, როდესაც საუბრობენ არა იმაზე, რაც ხდება, არამედ რაღაც ტრაგედიას იგონებენ და მერე იმ ტრაგედიის ირგვლივ გლოვობენ.”-განაცხადა 2030-ის გენერალურმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ.

“დღეს რუსთავი2-ის მოსალოდნელ დახურვას ეძღვნება ეს გლოვა . არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსთავი2 არ იხურება. მეტიც, ცხადდება, რომ ჟურნალისტებს არ ემუქრებათ ტელევიზიიდან გაშვება. რუსთავი2 იხურება-ეს არ არის გლოვის თემა და ვინც ამაზე გლოვობს, შეუძლია, აღარ იგლოვოს. ჟურნალისტებს სამსახურიდან არ უშვებენ და არც ჟურნალისტური სოლიდარობის თემა არ არის. ხდება ცვლილება,( ან არ ხდება). შეიძლება ყარამანაშვილების ქონება გადავიდეს ქიბარ ხალვაშის ხელში, რომელიც ადრე იყო ამ კომპანიის მფლობელი და ჟურნალისტების თქმით, არასდროს არ ერეოდა მათ საქმიანობაში.”-აღნიშნა ვასილ მაღლაგერიძემ.

რუსთავი-2-ს ზოგჯერ თვეში 2-ჯერ ეცვლებოდა მეპატრონე , ზოგჯერ კვირაში ორჯერ, მაგრამ მაშინ არ იყო ტრაგედია. ისმის კითხვა, რატომ გადის სიტყვის თავისუფლების, საქართველოს თავისუფლების და კონსტიტუციური წესრიგის საგანი ყარამანაშვილების ქონებაზე , რომლებიც ამ ქონებას არათუ არ გლოვობენ, არამედ 2 სიტყვასაც არ იმეტებენ საზოგადოებისთვის , ეს არის გაუგებარი. რასაკვირველია, ეს რეალურად არის ჩვეულებრივი მანიპულაცია.რეალური მიზეზი გლოვისა კი ის არის, რომ შეიძლება, ბ-ნ გვარამიას აღარ ჰქონდეს ბერკეტი და სავარძელი.”-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა 2030-ის ეთერში

Comments
Loading...