“რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

შპს ,,რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ,,რუსთავის აზოტის” მტვირთავ-ჩამბმელი დავით შოთაძე საწარმოს ტერიტორიაზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მამაკაცის გადაცვალების ზუსტი მიზეზი კი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ipn.ge

Comments
Loading...