რუსთავის სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. ​

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა გაქცევა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში მოახერხა.

„ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა.

ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა“, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

Comments
Loading...