რუსთავში 21 წლის ბიჭს ეძებენ

რუსთავში 21 წლის ბიჭს ეძებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

მისი ცნობით, დაკარგული ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ გიორგი ალიევი 20 მარტს მეზობელ ფერმაში დასახმარებლად წავიდა, თუმცა მას შემდეგ არ უნახავთ. ახალგაზრდის ნათესავები სამართალდმაველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ, მათი განმარტებით ინფორმაცია პოლიციას 24 საათის შემდეგ გადაეცა, თუმცა ამ დრომდე არავითარი შედეგი არ არის და არც მეზობლები და ახლობლები გამოუკითხავთ.

Comments
Loading...