რუსთავში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რუსთავის მე-12 მიკრორაიონისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს „ჰონდასა“ და „მერსედერსის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ორივე ავტომობილში მსხდომმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...