რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში, თავგორაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ამოტრიალდა.

როგორც მძღოლი აცხადებს, მას საჭესთან ჩაეძინა და ავტოსაგზაო შემთხვევაც სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

Comments
Loading...