რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.

სახლში მხოლოდ ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა, რომელმაც ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ცეცხლი სანთლისგან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე, სამაშველო და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.