რუსთავში მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
რი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, რუსთავში ჟიული შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. საზარელი შემთხვევის თვითმხილველები ადგილიდან ვიდეომასალას ავრცელებენ.
თვითმხილველების თქმით, დაღუპულია ცოლ–ქმარი. მათი ორი შვილი ტრავმებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შსს–ში “პირველს” აცნობეს, რომ მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.