რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “ინფო9”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.