რუსთავში ტაქსის მძღოლი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ტაქსის მძღოლი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “ინფო9”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...