რუსთავში თურქეთის მოქალაქე ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ბინაში 36 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის თურქეთის მოქალაქეა. ბინაში საპატრულო პოლიცია ფანჯრიდან გადავიდა, ოთახში შესულებს მამაკაცი ჩამომხრჩვალი დახვდათ. ოფიციალური ვერსია, თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მისი ახლობლების თქმით კი, მამაკაცმა რუსთავში გოგონა გაიცნო, თავი კი სავარაუდოდ მასთან უთანხმოების გამო მოიკლა. გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.