რუსუდან შარაძე – თვალი მოვკარი დავით ბაქრაძეს. დავეწიე, შუა თითი ვაჩვენე, ეს შენ ჩემგან-მეთქი

მოკლული გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა, ცოტა გავიცინოთ.
ციკლიდან: ,,შუათითები”
მაინც უნდა დავწერო. ვერ გადავეჩვიე ხულიგნობას. გუშინ დილით, მიუნხენის აეროპორტში, თვითმფრინავიდან რომ გამოვდიოდი, თვალი მოვკარი დავით ბაქრაძეს. დავეწიე, შუა თითი ვაჩვენე – ეს შენ ჩემგან-მეთქი და მოვკვდი სიცილით. ნამდვილად არ მეკადრება, მაგრამ ღირდა „მონა-ლიზა” ბაქრაძის (თ. ფირცხალავა) სახე ამად…
ამოვიდა ყელში ამათი გრიალი. როგორც ადრე დავწერე, რეისი არ არსებობს, ეს ნაძირლები რომ არ გადაგეყარონ. ძირითადად, თავს ვიკავებ. თუმცა, კაცმა არ იცის. ძრწოდეთ, არამზადებო!”
– წერს შარაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.