რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ნატო ახალ განყოფილებას ქმნის

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახალი განყოფილების შექმნას გეგმავს. დოკუმენტის თანახმად, ნატო წინააღმდეგობას გაუწევს კრემლის საინფორმაციო პროპაგანდას, რომელიც გამოყენებულ იქნა ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, როგორიც იყო 2014 წლის ყირიმის ანექსია. “როიტერის” ცნობით, დასავლეთი შეშფოთებულია, რომ რუსეთის, დეზინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალებებს იყენებს.

Comments
Loading...