რუსულმა ბომბდამშენებმა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე მორიგი დარტყმები განახორციელეს

რუსულმა შორი რადიუსის ბომბდამშენებმა დღეს სირიაში ტერორისტების პოზიციებზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა. როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, ბომბდამშენ Ту-22М3-ის ესკადრილიამ პროვინცია რაქასა და დეირ-ეზ-ზორში ტერორისტების 6 პოზიციაზე მიიტანა იერიში, კიდევ ექვსი ობიექტი კი ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა, რომელიც Ту-160-მა რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვა.

“09:00-დან 09:10 საათამდე სტრატეგიულმა Ту-160-მა ტუსეთის ტერიტორიიდან პროვინცია ალეპოსა და იდლიბში “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტებზე 12 ფრთოსანი რაკეტის გაშვება განახორცეილა”, – განაცხადა კარტაპოლოვმა.

მისივე თქმით, საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებულია სამი სამეთაურო პუნქტი, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი და “ბოევიკების” საველე ბანაკი.

დღის მეორე ნახევარში ბომბდამშენებმა Ту-22М3 ასევე რაქასა და დეირ-ეზ-ზორში კიდევ 6 ობიექტზე განახორციელეს დარტყმები, სამიზნე საბრძოლო მასალების და შეიარაღების საწყობი, “ბოევიკების” მომზადების ბაზა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მინისაწარმო.

Leave A Reply

Your email address will not be published.