რუსულმა საბრძოლო ავიაციამ სირიის ტერიტორია დაბომბა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანში მდებარე ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები განალაგა. როგორც უწყებაში განაცხადეს, დღეს აღნიშნულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები მიიტანეს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაციის სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ პოზიციები იყო პროვინცია ალეპოში, დეირ აზ-ზორსა და იდლიბში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ავიადარტყმების მიტანის შემდეგ ბომბდამშენები ჰამადანის ბაზაზე დაბრუნდნენ.
როგორც მედია აღნიშნავს, ირანის ტერიტორიაზე ავიაციის განლაგება საშუალებას მისცემს რუსეთს, სირიაში ფრენების ხანგრძლივობა 60%-ით შეამციროს.

Comments
Loading...