სააკაშვილი – აი ჩემი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აშშ-ის სამუშაო ვიზა გამოაქვეყნა.
„აი ჩემი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც წელს უკვე მესამედ განაცხადა, რომ აშშ მე სამუშაო ვიზას არ მაძლევს. ძალზე სამწუხაროა, რომ პუტინის მიერ ჩემთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება უკრაინის პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის პოზიციებს ემთხვევა. იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკელები სააკაშვილს სამუშაო ვიზას არ აძლევენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.