სააკაშვილი ახალ რევოლუციას გეგმავს

ოდესაში შესაძლოა ახალი „მაიდანი” ვიხილოთ, რომლის მიზეზიც ოდესის მერის სავარძლისთვის ბრძოლაა. ადგილობრივი არჩევნები, პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით გენადი ტრუხანოვმა მოიგო; მიუხედავად ამისა, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შედეგების გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი მომხრეების ქუჩაში გამოყვანით იმუქრება. ამ დროს, ბოროვიკს (სააკაშვილის კანდიდატი) ხმა მხოლოდ 60 ათასმა კაცმა მისცა, რაც მისი არაპოპულარობის დასტურია.

მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები, სააკაშვილმა ხალხს დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოუწოდა და რამდენიმე მიტინგის შემდეგ აიძულა გენადი ტრუხანოვი, ფარულ მოლაპარაკებებზე წასულიყო. სააკაშვილი მოითხოვს ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელად თავისი კაცის დანიშვნას. ტრუხანოვის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

სააკაშვილს ოდესაში მოწყობილი შანტაჟი არ აკმაყოფილებს და საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. მედიაში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ თბილისში ტელკომპანია „რუსთავი-2″ ხელმძღვანელს, ნიკოლოზ გვარამიას მოუწოდებს, „ბოევიკები” მოამზადოს გადატრიალების მოსახდენად. აღნიშნული ტელევიზიის მფლობელი სააკაშვილთან ერთად არის გიორგი ბოკერია.

(სტილი დაცულია)

http://uarevo.in.ua/

Comments
Loading...