სააკაშვილი – აუცილებლად გამოგაცლით ხელიდან ამ მშვენიერ ქვეყანას და დავუბრუნებთ ხალხს

“მე ხშირად მესმის და მეუბნებიან, რომ – წადი, გაეთრიე შენს სამშობლოშიო. მე გეუბნებით, უკრაინა არაა თქვენი მეწველი ძროხა, ჩვენ აუცილებლად გამოგაცლით ხელიდან ამ მშვენიერ ქვეყანას და დავუბრუნებთ იმ ხალხს, ვისაც იგი ეკუთვნის.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოსვლისას.

“უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანა არ უნდა იყოს ევროპაში. უკრაინა ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ევროპაში რესურსების მხრივ და პირველ რიგში, ადამიანების რესურსის მხრივ. უკრაინას აქვს შესაძლებლობა, იყოს ყველაზე რეფორმატული ქვეყანა ევროპაში. ჩვენ უნდა გავწმინდოთ უკრაინა. ჩვენი მიზანია, ყოველ უკრაინელს მივცეთ შანსი, რასაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და მაშინ ნათელი დაისადგურებს ამ ქვეყანაში, რაშიც მე სრულიად დარწმუნებული ვარ!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რევოლუციისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯები: “საგადასახადო რევოლუცია, გადასახადების მკვეთრი შემცირება, გადასახადების ადმინისტრირების სრული ცვლილება, ადმინისტრაციული რევლუცია – რადიკალური შემცირება ბიუროკრატიის. მასიური დაქირავება სამართლიანი კადრებისა, ყველა თანამდებობაზე, ყველა სახელმწიფო სერვისი ერთ სივრცეში, რადგან ხალხმა არ ირბინოს წინ და უკან. ამ სამსახურებში ღიმილით უნდა ემსახურებოდნენ ხალხს. საბაჟო რევოლუცია, რომლის განხორციელებასაც ვცდილობთ ოდესაში, ტოტალური პრივატიზაცია, რათა შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების კონტროლი. ბიზნეს პროცედურების კორუფციასთან ბრძოლის ფართო ფრონტი, საომარი სისტემის ნატო-ს რეგულაციების შესაბამისად განხორციელება დაჩქaრება – ესაა ის ყველაფერი, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ. ეს უნდა განხორციელდეს ახალი კადრებით, უკრაინაში კი ელიტა შერჩა თანამდებობებზე, ბოლო 25 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხალხია, ისინი მხოლოდ საზოგადოებას კი არა, ერთმანეთსაც ყელში ჰყავს ამოსული, ამიტომაცაა, რომ ისინი სულ ჩხუბობენ ერთმანეთში.” – განაცხადა სააკაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.