„სააკაშვილი ბურჭულაძეს კომპრომატებით აშანტაჟებს“

ყოფილი პოლიტპატიმრის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, მას თავისმა უკრაინელმა მეგობრებმა გასულ წელს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მიხეილ სააკაშვილი პარტიის გაკეთებას აპირებდნენ.

ამის შესახებ წითელაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ეს საკითხი უკრაინაში გადაწყდა. ბურჭულაძე ოდესაში ჩავიდა და სააკაშვილს დიდი კონცერტი ჩაუტარა. სწორედ კონცერტის შემდეგ დაგეგმეს, თუ რა სქემით მოხდებოდა ყოფილი მომღერლის გარშემო იმ ადამიანების მობილიზება, რომლებიც მერყეობენ ანუ არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს.

პაატა ბურჭულაძესთან ცოტა სხვანაირად იყო საქმე. ყოფილი მომღერალი მან რაღაც კომპრომატებით დაითანხმა. დაითანხმა კი არადა, ისეთ ჩიხში შეიყვანა, რომ აფიქსირებინებს, ეს ხელისუფლება უმოქმედოაო“ – აცხადებს წითელაშვილი.
წყარო: ახალი თაობა

Comments
Loading...