„სააკაშვილი და ბოკერია პატრიარქზე შეურაცხმყოფელ სიუჟეტებს უკვეთავენ…”

„ნაცისტების“ მზაკვრული გეგმა!“, – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ისევ დაძაბავს გარემოს.

კონფიდენციალური წყარო იუწყება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას შეკვეთით ხალხის აღსაშფოთებლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე შეურაცხმყოფელი სიუჟეტების მომზადება იგეგმება.
ამისთვის კი, ზვიად გამსახურდიას მომხრეების იმ ნაწილთან მიდის აქტიური მოლაპარაკებები, რომლებიც უწმინდესსა და უნეტარესს „კა-გე-ბეს“ აგენტად მიიჩნევდნენ.

„სანდო წყაროს ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ მთავარ ოფისში შემდეგი სახის ინფორმაციები ვრცელდება და ამის შესახებ პარტიის ლიდერები საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს, რომ „რუსთავი 2“-თან ხალხი დაიშალა, რევოლუციური პროცესი შეფერხდა და მოითხოვს, ისეთი რამე გააკეთონ ამ არხის ჟურნალისტებმა, რომ ხალხი დააპირისპირონ და კვლავ დასაცავი გაიხადონ საქმე, ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობა, კვლავ მოხდეს ხალხის მობილიზაცია სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით ტელეკომპანიის ოფისთან, ააგონ ბარიკადები, რათა შემდგომში, ხალხმრავლობაში შეძლონ პროვოკაციების მოწყობა. სააკაშვილის გეგმით, რომელსაც გიგა ბოკერიაც ეთანხმება, „რუსთავი 2“-მა სასწრაფოდ დაიწყოს შეტევა ქართულ ეკლესიასა და კათოლიკოს-პატრიარქზე, უნდა მომზადდეს ილია მეორის შეურაცხმყოფელი სიუჟეტები, ქართული ეკლესია ლაფში უნდა ამოსვარონ „ნაციონალთა“ ექსპერტებმა.
სააკაშვილს შემოუთვლია ბოკერიასთვის, – ექსპერტები სიმაღლის მიხედვით დააწყვე და თუ რაიმე სიბინძურე მოუვათ თავში პატრიარქსა და ეკლესიაზე, ადგნენ და ყველაფერი ილაპარაკონ ტელევიზიით, თუ თვითონ ვერ მოიფიქრებენ, დაუწერეთ და ალაპარაკეთ, ეგენი – ყველანი მათხოვრები იყვნენ, ფული ჩემი წყალობით იშოვეს და ცხოვრებას გემო გაუგეს, ვინც ამ დავალებას არ შესრულებს, დაემშვიდობონ გრანტებსა და ტკბილ ცხოვრებას.

სააკაშვილი-ბოკერია ვარაუდობს, რომ ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფა, ხალხს მოთმინების ფიალას აუვსებს, მორწმუნე ადამიანები, მინიმუმ, „რუსთავი 2“-ის ოფისთან მივლენ პროტესტის გამოსახატავად. ამას კი, თავად ტელეკომპანია ისე წარმოაჩენს, რომ ეს ხალხი ტელეკომპანიის დარბევას, მათ ჟურნალისტებზე ანგარისწორებას აპირებს და მხარდამჭერებს კვლავ თავისუფალი სიტყვის დასაცავად მოუწოდებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავად „ნაცები“ მოაწყობენ რამდენიმე პროვოკაციას, სიტყვიერად შეურაცხყოფენ და სცემენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და ამას ეკლესიის მხარდაჭერებს გადააბრალებენ.
ამ ეტაპზე აქტიური მუშობა მიდის ზვიად გამსახურდიას მომხრეების ერთ ნაწილთან, რომლებიც დიდი ხანია პატრიარქს საბჭოთა დროის „კა-გე-ბეს“ აგენტობაში სდებენ ბრალს და ზვიად გამსახურდიას დამხობის თანამონაწილეობაში ადანაშულებენ.

ამ ხალხს „ნაცები“ თავიანთ სასრგებლოდ გამოიყენებენ. ეს ადამიანები დადებენ „ფაქტებს“, რომ ილია მეორე არა მხოლოდ „კა-გე-ბეს“ აგენტი იყო, ამჟამადაც მისი მემკვიდრის, „ფე-ეს-ბეს“ აგენტია.
ასევე, ყველა მოქმედი ეკლესიის მრევლში, ცხადია, არიან „ნაცების“ მხარდამჭერები და ისეთებიც, ყველაფერზე რომ მოაწერენ ხელს. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს ვიხილავთ „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომლებიც ბრალს დადებენ კონკრეტულ მოძღვრებს სხვადასხვა სასულიერო პირისთვის შეუფერებელ საქციელში. წყარო აცხადებს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსზე განსაკუთრებული შეტევა მზადდება. „ნაციონალთა“ აქტივისტი გოგონა მზად არის, ხელი დაადოს, თითქოს მეუფე მასზე ძალადობდა გაუპატიურების მიზნით და თავი ძლივს დააღწია. სავარაუდოდ, ამგვარ სიუჟეტებს არა მხოლოდ „კურიერში“, „რუსთავი 2“-ის ტოქშოუებშიც ვიხილავთ“,- ნათქვამია „ალია“ სტატიაში.

წყარო: „ალია“

Comments
Loading...