სააკაშვილი გიორგი გახარიაზე: “რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას რუსეთიდან ჩამოყვანილ ცოფიან ძაღლს უწოდებს.

“რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი. ესაა თვითონ სასწრაფოდ გალიაში ჩასასმელი,მეტი რომ არავინ დაკბინოს”, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამ სტატუსს შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვეყნებს, სადაც ის ამბობს: “დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს”.

Comments
Loading...