სააკაშვილი: ივანიშვილის “რუსთავი 2”-ში შესვლა იქნება პუტინის გეგმის გამარჯვება!

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2”-ის წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით მოსამართლის გამოტანილ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“საქართველოში, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო დამოუკიდებელი ტელევიზიის, “რუსთავი 2″-ის რეიდერული მიტაცება ხორციელდება.

მიტაცებას შანტაჟის, უკანონო სპეცოპერაციების და სასამართლო მანიპულაციების გზით რუსი ოლიგარქი ახორციელებს. თუ ივანიშვილი მოახერხებს და ფიზიკურად შევა საქართველოში ყველაზე დიდ ტელევიზიაში, ეს იქნება პუტინის გეგმის გამარჯვება, რომლის განხორციელებაც 2008 წლის ომში ვერ მოახერხა – ქართული დემოკრატია დამარცხდება.

ნიშანდობლივი გაფრთხილებაა უკრაინისთვის – არ უნდა დავუშვათ ოლიგარქების მმართველობა! განსაკუთრებით იმ ოლიგარქების, რომლებიც ყველა ბერკეტით მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებულნი.” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოდესის გუბერნატორი.

Comments
Loading...