სააკაშვილი: ივანიშვილს უნიჭო მონტაჟით ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მსგავსი „უნიჭო მონტაჟით ხალხის გასულელება არ გამოუვა“.

„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებს.

Comments
Loading...