სააკაშვილი კრიჟანოვკაში: „პა-პა-პა-პა-პა! მაცადეთ ლაპარაკი!


„სოფელ კრიჟანოვკაში უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული მიწაა, რომელსაც ადგილობრივი საკრებულო და მაღალჩინოსნები დაეპატრონენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ახლა ასე აღარ იქნება, მიწა ხალხს დუბრუნდება, ამას მე გპირდებით, ეს კორუმპირებული ხალხი ციხეში წავა. მთელი უკრაინის სტრუქტურები სავსეა ქურდებით და მამაძაღლებით“-განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კრიჟანოვკაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისინიც, ვინც ამჟამად მიწის მფლობელია, ისინი არ აცდიდნენ სააკაშვილს ლაპარაკს და ხშირად ისმოდა მისი მისამართით ნათქვამი „დურაკ!“ ხმას აუწევდნენ თუ არა, სააკაშვილიც ხმას აუწევდა და ყვირილზე გადადიოდა: –„პა-პა-პა-პა-პა! მაცადეთ ლაპარაკი! წავიდა ის დრო, როცა კორუფციას მიჰქონდა აქაურობა, მიმიფურთხებია თქვენი კორუმპირებულობისთვის. ვიმედოვნებ, პროკურატურა დაინტერესდება და შესაბამის ქმედებას განახორციელებს, „ჟულიკები“ და ქურდები მე ვერ შემაშინებენ, საკრებულოს თავმჯდომარე ციხეში ჩაჯდება, მიწას კი ხალხს დავუბრუნებთ. მორჩა, ასე აღარ იქნება და ხვალვე ნახავთ, რომ ყველაფერი შეიცვლება!“
https://www.youtube.com/watch?t=7&v=1WCuVM6pcgM

Comments
Loading...