„სააკაშვილი-მარგველაშვილის სატელეფონო ჩანაწერები მალე გამოქვეყნდება“

„სააკაშვილი-მარგველაშვილის სატელეფონო ჩანაწერები მალე გამოქვეყნდება”, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.

როგორც სატატიის ავტორი წერს, კულუარებში ვრცელდება ინფორმაციას, რომ მალე “უკრაინულ ვიკილიქსზე” გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერები აიტვირთება.

ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერში საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასა და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე.
სააკაშვილი-მარგველაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას არ გამორიცხავს ორგანიზაცია “პოზიციის ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილიც. მისი თქმით, ინფორმაცია ასეთი საუბრების შესახებ მისთვისაც ცნობილია.
“არ გამოვრიცხავ, რომ ამ საიტზე გამოქვეყნდეს გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერებიც,რადგან ამის შესახებ ჩვენს გვაქვს გარკვეული ინფორმაციები. პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ცხადყოფს, რომ არსებობს ერთგვარი გარიგება და კოჰაბიტაციური რეჟიმი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და მარგველაშვილს შორის.
ეს ინფორმაცია მოსმენილი მაქვს მეც, თუმცა ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ნამდვილად უტყუარი ინფორმაციაა, თუმცა სულაც არ გაგვიკვირდება და არის ამაში ლოგიკა,რომ ასეთი ჩანაწერები არსებობდეს”, – განაცხადა ადამაშვილმა

Comments
Loading...