„სააკაშვილი ოდესაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების „რეპეტიციას“ გადის“

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ გარკვეულ ვიწრო წრეში ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა ყალიბდება და სააკაშვილი ოდესაში “რეპეტიაციას” გადის- ვერავინ დამაჯერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია დამქაშებთან შეხვედრის დროს ერთმანეთს ლექსებს უკითხავენ და ჩიტუნებზე საუბრობენ. ეს განცხადება ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“რა თქმა უნდა, მათ თავში გარკვეული გეგმა ყალიბდება, რადგან იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებასთან მიახლოებასაც ვერ მოახერხებენ. ამიტომ ცდილობენ, შექმნან გარკვეული ფონი და ილუზია, თითქოს 2016 წლის არჩევნები სამართლიანი არ იქნება, უნდათ შინ და გარეთ ყველა მის არალეგიტიმურობაში დაარწმუნონ. ალბათ შეეცდებიან გარკვეული მომხრეები სახელისუფლებო სტრქუტურებში იპოვონ – ზოგი კომპრომატით და ზოგი მოსყიდვით და 2016 წლისათვის დაახლოებით 10-11 ათასი კაცის მოგროვებით არეულობის იმიტაცია შექმნან, რაც პირდაპირ ვამბობ, არ გამოუვათ”, – განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე.
მან აქვე აღნიშნა, რომ მისასალმებელია სამართალდამცავი ორგანოების სიფხიზლე. ქანთარია დარწმუნებულია, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციაც გააჩნიათ.

„პირველირადიო“

Leave A Reply

Your email address will not be published.