სააკაშვილი: საზღვარზე ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ სხვათაშორის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მისი დაბრუნების დროს, პოლიტიკური ოპონენტები „ტაშის კვრით“ დახვდებიან.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, პირდაპირი ჩართვისას, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სანდრაზე ახლოს მიმასწრებენ საზღვარზე. ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ სხვათაშორის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე – როდის აპირებს ის აჭარაში დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი.

„იმედი მაქვს აჭარლების. დიდი პროექტები მაქვს დაგეგმილი აჭარაში. უნდა გავაკეთოთ 100 საწარმო, აეროპორტი და ა.შ“,- აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...