სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისთვის თვითმფრინავის ბილეთებს “ოდესის კეთილდღეობის” ფონდის ფულით ყიდულობს

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში სპეციალური საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით “ოდესის კეთილდღეობისათვის” შექმნა. ფონდში ოდესაში მოღვაწე ბიზნესმენები ე.წ. “დაკრიშვის” სანაცვლოდ მილიონებს რიცხავენ. სულ ცოტა ხნის წინ ოდესაში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც უკრაინელი ოლიგარქები პროკურატურისა და სააკაშვილის ზეწოლის შედეგად აქტიურად არიან ჩართულები. ე.წ. ატკატები კი მიხეილ სააკაშვილთან სწორედ ამ ფონდის მეშვეობით მიდის. სამაგიეროდ სააკაშვილი ბიზნესმენებს მფარველობს და რიგ დარღვევებზე თვალებს ხუჭავს.

უკრაინული სააგენტო ავრცელებს ინფრომაციას თუ რაში იხარჯება ფონდში აკუმულირებული თანხები, როგორც ირკვევა სააკაშვილის უშუალო მითითებით ფონდიდან თანხები იხარჯება მიხეილ სააკაშვილის გარემოცვისთვის ავიაბილეთების შეძენასა და სხვა საჭიროებებზე.

“ოდესის კეთილდღეობის” ფონდის ფულით სააკაშვილის მარჯვენა ხელმა ზურაბ ადეიშვილმა ორჯერ შეიძინა ბილეთები მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის. ასევე აღნიშნული ფონდის ფულით შეიძინეს ამჟამინდელი ოდესის პოლიციის უფროსის გიორგი ლორთქიფანიძისთვის.

უკრაინული სააგენტოები აღნიშნული ინფრომაციის დოკუმენტურ მტკივებულებასაც ასაჯაროებენ.







marshalpress

Leave A Reply

Your email address will not be published.