“სააკაშვილი თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს”-ელენე ხოშტარია

გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მხოლოდ ე.წ. ბოკერიას ფლანგის­ წევრები ელოდებოდნენ – სააკაშვილის მხარდამჭერები არ გამოჩენილან. ყოფილ მერს არც “ნაცმოძრაობის” ოფისში შეხვდნენ და ცალკე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სააკაშვილისა და­ მისი­ მხარდამჭერების დამოკიდებულება­ უგუ­ლავას­ მიმართ უახლოეს დღეებში გამოჩნდება:

“როდესაც ადამიანი, რომელმაც მძიმე პოლიტიკური ტვირთი აიღო და წლები ციხეში გაატარა, ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად ცდას არ დაიშურებს, ვფიქრობ, მეორე მხრიდანაც ადეკვატური პასუხი უნდა მივიღოთ. სააკაშვილს ვუსურვებ, ასეთივე დამოკიდებულებით მიუდგეს საკითხს.

მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტდევ­ნილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, 20 იანვრის სცენარს კი ყრილობაზე ვიხილავთ. პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ პროგნოზის გაკეთება ძნელია. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებას და თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს,”-აცხადებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ელენე ხოშტარია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

Comments
Loading...