სააკაშვილი ტრამპთან ხანგრძლივ მეგობრობაზე ალაპარაკდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ მან დღეს , საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა.

“20 წელიწადი ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ ვმეგობრობთ. მე ამას ფრთხილად ვწინასწარმეტყველებდი. ჩვენ სიფრთხილე და ორგანიზებულობა გვმართებს, ისე როგორც არასდროს”,-წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

9 ნოემბერს გაირკვა, რომ ტრამპი , აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გახდება. მას ხმა 18 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მის მოწინააღმდეგეს ჰილარი კლინტონს 17 მილიონზე მეტმა.

ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, იმის მერე, რაც კონგრესი არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს.

Comments
Loading...