სააკაშვილი: უკრაინა თუ არ შეაჩერებს, რუსეთი საქართველოს იოლად გაანადგურებს

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საბჭოთა იმპერიის აღდგენას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალი Thetimes.co.uk წერს.

“ვლადიმერ პუტინი საბჭოთა იმპერიის აღდგენას გეგმავს და ეს უნდა შეაჩეროს უკრაინამ, უკრაინა უნდა გახდეს სანგარი კრემლის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ, სლავურ მეზობელ ქვეყანას შეუძლია მოსკოვის იმ სიხარბის შეჩერება, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ახალი ტერიტორიების დაპყრობით გამოიხატება.

“თუ უკრაინა არ შეაჩერებს რუსეთს, ჩემი აზრით, იგი ძალიან იოლად გაანადგურებს საქართველოს და რუკიდან გააქრობს ბალტიკურ ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა უდიდესი შემაფერხებელი ძალაა რუსეთისათვის. მე მინდა, რომ დიდი ცვლილებებისა და რეფორმების თანამონაწილე გავხდე და რა უნარიც არ უნდა დასჭირდეს ამას, მე შემიძლია ამის გაკეთება”, – აცხადებს გუბერნატორი.

Comments
Loading...