“სააკაშვილი უკრაინაში აპირებს საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას”

„ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება მოვლენების განვითარებას, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში და რა თქმა უნდა ჩვენ გყავს სანდო წყაროები, რომლებიც გვაწვდიან საინტერესო ინფორმაციას საზოგადოებისათვის. ჩვენი ინფორმაციით გაზაფხულისთვის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აპირებს საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მანიშნებელია იმისა, რომ გაძლიერებული სააკაშვილი უფრო აქტიურად დაიწყებს საქართველოში მისი ფლანგის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
როგორც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობა დუმს და წყნარად აკვირდება იმ მარაზმს რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და ელოდება სასურველ დროს, რომ კიდევ უფრო დასუსტებული ხელისუფლება საბოლოოდ გაანეიტრალოს. ჩვენ დღეს ვხედავთ ქართულ ოცნებაში არჩევნებამდე 9 თვით ადრე განხეთქილებას, რომელიც ისევდა ისევ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხავს წყალს. მარგინალური და გაშიფრული პირებისა თუ ორგანიზაციების მეშვეობით ხდება ოცნების შტოებში საბოლოოდ დაშლის გეგმის განხორციელება.
ბატონებო სააკაშვილი ძლიერდება და ფესვებს იმაგრებს უკრაინაში და ანალიტიკური აზროვნება თუ გაქვთ ერთმანეთს კი არ უნდა ჭამდეთ და მოღალატეებს კი არ უნდა მფარველობდეთ გყავდეთ პატრიოტებით დაკომპლექტებული გუნდი და შეასრულოთ ხალხის დაკვეთა !“
ა/ო „გაერთიანებული საზოგადოება“ გამგეობის წევრი ანეტა გეგეშიძე

Comments
Loading...