სააკაშვილმა საკუთარი თავის გამოსახულებით მონეტები დაამზადა!

სააკაშვილმა საკუთარი თავის გამოსახულებით მონეტები დაამზადა და ეს ქმედება უკრაინელ ვითომდა მადლიერ ხალხს დააბრალა. ყოველივე კი ასე მოხდა: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი გარემოცვის წევრს დენის რუდენკოს, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტების დამზადება დაავალა, იმისთვის რომ ეს ქმედება მადლიერ ხალხს დაბრალებოდა. ათასლარიანი ნომინალის მონეტები სპილენძის, ნიკელის, ვერცხლის და ოქროსგან არის დამზადებული და ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე იყიდება.

ავერსზე გამოსახულია სააკაშვილი და შავი ზღვის გეოგრაფიული რუკა, რომელზეც აღბეჭდილია უკრაინა და საქართველო. ნიკელისა და სპილენძისგან დამზადებული სუვენირის ფასი 850 გრივნაა, ოქროს მონეტები 35 000 გრივნა ღირს.
ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მიხეილის საქმით და გადავწყვიტეთ, რომ ის იმსახურებს ასეთ საჩუქარს დაბადების დღესთან დაკავშირებით (სააკაშვილი 21 დეკემბერს არის დაბადებული) და შეიძლება უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინაც” – აცხადებს სააკაშვილის გარემოცვის წევრი და გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დენის რუდენკო.

წყარო
marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.