“სააკაშვილთან ინციდენტის შემდეგ, ჩემზე მუქარები არ წყდება” – ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტთან

დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ჟურნალისტს შორის შუსტერის გადაცემაში მოხდა მას შემდეგ, რაც ფერარმა სააკაშვილს პოპულისტი უწოდა.

“სააკაშვილთან ინციდენტის შემდეგ, ჩემზე მუქარები არ წყდება”, – ამის შესახებ “აიპრესთან” უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლგა ფერარმა განაცხადა. მისი თქმით, მუქარებს იმდენად ინტენსიური ხასიათი მიეცა, რომ ახლობლებმა მას დაცვის აყვანაც კი შესთავაზეს. უკრაინულ პოლიტიკურ თოქ-შოუში “Шустер LIVE” ჟურნალისტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. შეკითხვის დასმისას, ჟურნალისტმა სააკაშვილს უთხრა, რომ მას პოპულისტს უწოდებენ, რაზეც ყოფილ გუბერნატორს მწვავე რეაქცია ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტს გამყიდველი უწოდა:

“პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი გამყიდველი ჟურნალისტები, როგორიც თქვენ და თქვენი მფლობელები ხართ, პოპულისტი რამდენიც არ უნდა მეძახოთ, ამას სერიოზულად გეუბნებით, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ მე პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი პრეზიდენტი ვიყავი, რომლმაც არ დაუშვა კორუფცია, ვერ დამალავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადები 60%-ით შევამცირე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

– მან თქვენ უცენზურო სიტყვებით მოგიხსენიათ და თქვა, რომ ისეთ გამყიდველ ჟურნალისტებთან, როგორიც თქვენ ხართ, ლაპარაკიც კი არ ღირს. ამ ინციდენტამდე თქვენ მასთან გქონდათ რაიმე სახის შეხვედრა ან რაიმე გაუგებრობა ხომ არ მოგსვლიათ?

პირადად სააკაშვილს არ ვიცნობ. არც ისე დიდი ხნის წინ იგი ჩვენთან იყო რეგიონში, სადაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელშიც სააკაშვილიც იყო ჩართული. მისმა დაქვემდებარებულებმა შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს მთავარი არაა. შოუს დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი პოპულისტია. იგი ხშირად იმეორებდა ერთსა და იმავეს და ასე იქცეოდა. ასე რომ, არასასიამოვნო შეკითხვა დავუსვი. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. საქართველოში ნამყოფი არ ვარ, თუმცა ვინმეს რომ მოვეწვიე, ჩამოსვლაზე უარს არ ვიტყოდი. არც საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ ვიცი რაიმე, ამიტომ მისი ქმედებების გაკრიტიკებას არ ვაპირებ. არც მისი მუშაობისა და ტექნიკის გაკრიტიკებას ვაპირებ… და არ ველოდი მსგავს რეაქციას. ადამიანმა მთელი ქვეყნის წინაშე მომატყუა. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მემუქრება. მის გვერდს კი მოდერაცია არ აქვს. ასე არ უნდა იყოს. იმის გამო, რომ მსგავსი რამ დაშვებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გუნდი ცუდად მუშაობს.

– მან თქვენი მედიის მფლობელი ახსენა. მასთან ხომ არ ჰქონია რაიმე სახის გაუგებრობა?

არა, მას სააკაშვილი არც კი უნახავს ოდესმე. ჩვენ ქალაქიდან ვართ, რომელსაც სულ რაღაც 25 000 მაცხოვრებელი ჰყავს. ეს ადამიანი კი ჩემი უფროსი არაა, არც პარტიის წევრია და არც კორუფციაში ყოფილა გარეული ოდესმე.

– რა რეაქცია ჰქონდათ თქვენ კოლეგებს? ჩვენთან ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე თავად ჟურნალისტები ძალიან იშვიათად რეაგირებენ.

ისინი მემუქრებიან კომენტარებით, კომენტარებშიც, აგორებული შეურაცხყოფის მთელი ტალღები მოდის და ეს ყველაფერი მის გვერდზე ხდება. გვერდის მოდერირება მაინც გაეკეთებინათ. ჩემი კოლეგები ძალიან კარგად მიცნობენ, ასე რომ, გავუძლებ ამ ყველაფერს.

– ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ჟურნალისტი, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი რომელი კატეგორიის პოლიტიკოსების წარმომადგენელია?

არ ვიცი. ხალხმა თავად გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. დიქტორს არ უყვარს კრიტიკა, ან უბრალოდ საქართველოზე შესტკივა გული.

წყარო: აიპრესი

Leave A Reply

Your email address will not be published.