საახალწლო სიურპრიზი მწეველებს

ახალი წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა იმატა კომპანია ომეგა-ს მიერ შემოტანილ სიგარეტებზე. ომეგა-ს თანამშრომლების განმარტებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი – პარლამენტ-ის, მარლბორო-ს, ჩესტერფილდი-სა და ელ ემ-ის ღირებულება, თუმცა გაძვირების მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ. სხვა სავაჭრო ობიექტების ინფორმაციით კი, ომეგა-ს დისტრიბუტორებს ნაწარმი მათთან უკვე ერთი თვის განმავლობაში არ შეუტანიათ. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. გაძვირების სავარუდო მიზეზად კი აქციზის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.

Comments
Loading...