საამაყო ქართველი ახალგაზრდა,რომელსაც უნდა იცნობდეთ.

პირველკურსელმა, თბილისელმა ბიჭმა ამერიკული ოცნების ახდენა დაუღალავი შრომით შეძლო – აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მოიპოვა, მალე მოქალაქეობა და სამსახურიც მიიღო და ერთ-ერთი წარმატებული ამერიკული კომპანიის წამყვანი სპეციალისტიც გახდა! ანუ, ძლიერ სახელმწიფოში მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა, უზრუნველყოფილი ცხოვრებაც და სერიოზული წინსვლის პერსპექტივაც, მაგრამ ერთ დღესაც, 18-წლიან ამერიკულ კარიერაზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა! საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნათელი საქართველო“ შექმნა, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები დაუფინანსა, აბიტურიენტები, რომლებსაც ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ, ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ გადაამზადა, (კიდევ უამრავი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს ) დღეს კი თავხსმა წვიმაში, რუსთაველის მეტროსთან გამოვიდა და თანამოქალაქეებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა.
იცნობდეთ!
სანდრო შელია
(Ani Demetrashvili)

ლინქი “დრო მიდის,კადრები კი რჩება”

Leave A Reply

Your email address will not be published.