სააპელაციო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა იწყება

რიყისა და თბილისერვისის ეპიზოდების განხილვა იწყება გიგი უგულავას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

დაცვის მხარის შეფასებით, თბილსის ყოფილი მერის ბრალი არ იკვეთება და იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში მაინც იქნება გადაწყვეტილება ობიექტური.

რიყის ეპიზოდზე საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამართლა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციოში. თბილსერვისის საქმეზე კი მას 4 წლითა და 6 თვით აქვს პატიმრობა შეფარდებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.