“საარჩევნო კოდექსში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე გამოთქმული იყო რიგი შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა უნდა განიხილოს და მიიღოს ისეთი კანონი, რომლის მიმართ ყოველგვარი პრეტენზიები გამოირიცხება.

“წარმოდგენილ ვარიანტში მეორე მოსმენის დროს, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, არანაირი შეკითხვა არ დაიბადოს, არცერთ ინსტანციაში”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნაკარნახევი იქნება.

“ძირითადი დანიშნულება იმ ცვლილებებისა, რომლებიც შესაძლოა დამატებით იქნას შეტანილი აღნიშნულ კანონში, მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რაც კანონის წინაშეა აღებული”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.