საავტომობილო შეზღუდვები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობის შედეგად საქართველოს გზების ნაწილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94–კმ110 (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა.

Comments
Loading...