საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან 70 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა – აღმოჩენილია ორი ბომბი

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის შემდეგ, მინიმუმ 70 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

BBC-ის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ სალონიკში ორი უდიდესი ბომბია აღმოჩენილი, რამაც აღნიშნული ტერიტორიიდან ორი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის მასობრივი ავაკუაციის საჭიროება წარმოქმნა.

ორივე ბომბი საგზაო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი საკმაოდ დეგრადირებულია.

ევაკუაციისა და უსაფრთხოების ოპერაციაში 1 000 პოლიციელი და 300 მოხალისეა ჩართული, რასაც სავარაუდოდ, ორი დღე დასჭირდება.

მოსახლეობა წუხს, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება რამდენიმე დღით მოუწევთ.

Comments
Loading...