საბერძნეთში ანარქისტი დააკავეს, რომელმაც აშშ-ის საელჩოს ყუმბარმტყორცნიდან ესროლა
საბერძნეთის სპეცსამსახურებმა პოლა რუპა დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერაქტებში მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის საელჩოსთვის ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლის გახსნა.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 48 წლის ანარქისტი ქალი ათენში დღეს დილით დააკავეს.
პანაიოტა (პოლა) რუპა მეუღლესთან, ნიკოსომ მაზიოტისთან ერთად მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებას “რევოლუციურ ბრძოლას” ხელმძღვანელობდა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა 2007 წელს ათენში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ყუმბარმტყორცნიდან ნასროლი ნაღმი აშშ-ის საელჩოს საპირფარეშოს მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის შემდეგ აშშ-მა დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, ხოლო პოლა რუპასა და ნიკოსომ მაზიოტიზე ძებნა გამოცხადდა. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებაზე მილიონი ევრო დაწესდა.
ნიკოსომ მაზიოტისი ციხეში იხდის სასჯელს. ის პოლიციამ 2014 წელს დააკავა.
2016 წელს პოლა რუპა ვერტმფრენის გატაცებასა და ციხეში მყოფი მეუღლის გაქცევას შეეცადა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პოლა რუპას ასევე ბრალად ედება ორ შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობა.