საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფების წევრებს ეძებენ

საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებიც ძარცვაში არიან ბრალდებული.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 12-კაციანი დაჯგუფების ათი წევრი დაკავებულია, ხოლო ორმა მიმალვა მოახერხა. ძებნილთა შორის 1986 წელს დაბადებული ხურციძე (ან ადეიშვილი) ამირანი და 1984 წელს დაბადებული არსენიძე ლაშა არიან.

ორივე მათგანი 12-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომელმაც საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა. ბოროტმოქმედების საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი ათ მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება დაკავებულებს, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული უგრელიძე ლაშა, 1986 წელს დაბადებული ასათიანი შოთა, 1979 წელს დაბადებული რევაზიშვილი გელა, 1991 წელს დაბადებული მეგრელაშვილი ზურაბი, 1983 წელს დაბადებული თოლორდავა იაკობი, 1976 წელს დაბადებული ბუძიშვილი (ან ხარლამპიდი) მიხეილი, 1986 წელს დაბადებული გელაძე ოთარი, 1984 წელს დაბადებული გაზდელიანი გიორგი, 1977 წელს დაბადებული ლიპარტელიანი მირზა და 1978 წელს დაბადებული ხურციძე ალეკო უკვე დააკავეს.

საბერძნეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, 12-ვე მათგანის ფოტოსურათი ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაჯგუფების წევრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ.

Leave A Reply

Your email address will not be published.