საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს – დაკავებულია ექიმი

georgians.gr-ის ინფორმაციით საბერძნეთში 36 წლის ქართველი ქალი მოკლეს, 3 შვილის დედა, გაუჩინარებული იყო და მას ათენში ეძებდნენ. მკვლელობა იპოკრატიუს საავადმყოფოში, თესალონიკში მოხდა, ცხედარი კი ხალკიდიკიში იპოვეს.

36 წლის ქალის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. მისი ცხედარი ხალკიდიკის პალიურში იპოვეს. Thestival.gr-ის ინფორმაციით, 3 შვილის დედა იპოკრატიოს საავადმყოფოში, თესალონიკში მოკლეს.

როგორც აღმოჩნდა, მკვლელი 38 წლის ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა.

გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე 27 აპრილს განაცხადა და მას შემდეგ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა.

38 წლის ექიმი დღეს დილით ათენში დააკავეს და ის ამ წუთებში პოლიციას სალონიკში გადაჰყავს.

 

“ნიუპოსტი”

Comments
Loading...