საბერძნეთში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს. მათ ძარცვა და ყაჩაღობა ედებათ ბრალად.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებული ქართველების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ოთხი პისტოლეტი, ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი ნივთები, ცხრა ძვირადღირებული მანქანა და 100 000-მდე ევრო ამოიღეს.

ბერძნულმა სასამართლომ 15 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა შორის 11 მამაკაცი და ოთხი ქალია.

ბერძნული პოლიცია კიდევ 14 ეჭვმიტანილს ეძებს. მათივე ინფორმაციით, ძებნილები სავარაუდოდ, დაკავებულების თანამზრახველები არიან.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, 29-კაციან დაჯგუფებას თითქმის 200 სახლი აქვს გაძარცვული.

საერთო ჯამში საუბარია 10 მილიონამდე ევროს ღირებულების ნივთებისა და ფულის ქურდობაზე.

Comments
Loading...