საბოლოო მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა 66,06% ხმა მიიღო, მარინ ლე პენმა – 33,94%

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 33,94%.

ამომრჩევლების აქტივობამ 74,62% შეადგინა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.

 

“ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...