საბურთალოს რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია, თელასის ცნობით გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 17 თებერვალს საბურთალოს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, სანდრო ეულის, ფხაკაძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

newposts.ge

Comments
Loading...