სად მიიღო განათლება გიორგი კვირიკაშვილმა

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს; 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – მრეწველობის დაგეგმვა; 1998 წელს აშშ ილინოისის უნივერსიტეტი(University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი.

1993-1996წწ. იყო “გაერთიანებული ქართული ბანკის” კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. “ექსპორტ-იმპორტ” ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. “გაერთიანებული ქართული ბანკი”, ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი “ქართუ”-ს, გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წლიდან, ვიცე-პრემიერი 2013 წლის 26 ივლისიდან.

წყარო: http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27&info_id=111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)

Leave A Reply

Your email address will not be published.