სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 87.66 გრ.) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,410.31ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,410.31ლარის ოდენობით შეეფარდა.

Comments
Loading...